Friday, December 11, 2020

 ახალი სკოლის მოდელის დანერგვა სკოლაში


 


2019 წლის ოქტომბრიდან ბუშეტის საჯარო სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“.  პროექტის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

·    როგორ დავუახლოვოთ სკოლა რეალურ ცხოვრებას.

·    როგორ გავხადოთ სწავლა-სწავლება ორიენტირებული მასალის სიღრმისეულ გააზრებაზე (და არა ზედაპირულ სწავლაზე).

·    როგორ ვაქციოთ სკოლა სივრცედ, სადაც მოსწავლე თვითრეალიზებულად იგრძნობს თავს.

·    როგორ ვაქციოთ სკოლა სივრცედ, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.​​​​​​​

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას. ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში წარმატებით იმუშავეს  ,,ახალი სკოლი მოდელის" ექსპერტებმა.

ექსპერტების და პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა საგნების და კლასების მიხედვით სკოლის კურიკულუმი. გაიწერა თემატური მატრიცები, ჰიპერლინკიანი დავალებები.  მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა საგაკვეთილო პროცესში მათი დანერგვა, გაზიარება. კომპლექსური დავალებების მიზნობრიობა განსაკუთრებით გამოვლინდა დისტანციური სწავლა სწავლების პროცესში, აქტიურად იქნა გამოყენებული ტექნოლოგიები,  კერძოდ საჭირო ელექტრონული ინსტრუმენტები (TEAMS, OneNote, Outlook, OneDrive, Online word, Online Excel, Online PowerPoint,  Scratch და სხვ.)  აგრეთვე განხორციელდა მათი ინტეგრირება სხვადასხვა საგნის სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული რესურსების გამოყენებაში (მაგ.: ვსწავლობთ თამაშით, ინტერაქტიული ანბანი, Minecraft Education Edition, Scratch და სხვა); 

სკოლაში შეიქმნა ტექნოლოგიების კლუბი,  რათა მასწავლებლებს სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ჰყავდეთ დამხმარეები უფროსკლასელების სახით.



  

No comments:

Post a Comment