Thursday, December 10, 2020

სკოლის იტორია







თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში თავდაპირველად სკოლა გაიხსნა 1919 წელს. მას „ერობის სკოლა“ ეწოდებოდა.

1927 წლამდე ბუშეტის სკოლაში მხოლოდ ორი კლასი ფუნქციონირებდა, 1934 წელს კი დაწყებითი სკოლა გაიხსნა.

1941 წელს ბუშეტის დაწყებითი სკოლა არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა, ხოლო 1946 წელს 8 -წლიან სკოლად.

1975 წლიდან ბუშეტში საშუალო სკოლა ფუნქციონირებს. 2005 წლიდან სკოლას საჯარო სკოლა ეწოდა. სკოლა დაკომპლექტებულია უმაღლესი განათლების მქონე მაღალ კვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც ძალას და ენერგიას არ იშურებენ ღირსეული მომავალი თაობის აღზრდისა და მათ სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით შეიარაღებისათვის. სკოლის კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს წარმატებული მოქალაქეები არიან.

2017-2018 სასწავლო წელს სკოლის შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ამჟამად იგი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. სკოლას აქვს უწყვეტი ელექტროენერგია, ცენტრალური გათბობა, ინტერნეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი კაბინეტ-ლაბორატორიები, კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი , სველი წერტილები, სსსმ მოსწავლეთათვის განკუთვნილი რესურს ოთახი და შშმ მოსწავლეთათვის საჭირო პანდუსი და სველი წერტილი.​​​​​​​

სკოლას ჰყავს 23 პედაგოგი. მათგან, ერთი - მენტორია, 

  ხუთი - წამყვანი, ხოლო 17 -უფროსი მასწავლებელი.​​​​​​​​​​​​​​

No comments:

Post a Comment