Sunday, February 28, 2021

პროექტის გეგმა

 

1.პროექტის სათაური:,,ციფრული სკოლა-საქართველო" 

2.პროექტის მიზანი და ამოცანები: 

·         ბუშეტის საჯარო სკოლაში ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. 

·         აჭირო აქტივობების დაგეგმა და განხორციელება. 

·         ასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება; 

·         ,ოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაზრდა; 

·         ასწავლებელთა და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციების ამაღლება და ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა და გამოყენება; 

·         ხვადასხვა რესურსის შექმნის ინსტრუქციების ჩაწერა; 

·         ასწავლებელთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის ცამოყალიბება. 

3.პროექტის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობები: 

ასწავლებლებისათვის: 

o    ვლევა,,სელფიდა ,,ციფრული სარკე"; 

o    რობლემის იდენტიფიკაცია და ინტერვენციების დაგეგმა; 

o    ნტერვიუები; 

o    დეების ჩამოყრა და გენერირება; 

o    ასწავლებელთა კითხვარის შედგენაშევსება და მასწავლებელთა დაყოფა ჯგუფებად ციფრული ტექნოლოგიების ფლობის  დონეების მიხედვით; 

o    ასწავლებელთა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ციფრული რესურსის შექმნისთვის-შესწავლისთვის-კვირაში ერთი დღე; 

o    ასწავლებელთა მიერ შესრულებული შესაბამისი აქტივობების განხილვა; 

ოსწავლეებისათვის: 

§  ამუშაო შეხვედრების განხორციელებაVII-VIIIკლასის მოსწავლეთათვის-კვირაში ერთი დღე; 

§  ითოული კლასიდან 2 მოსწავლის ,,ციფრული ელჩებისშერჩევა,მათი დახმარების გამოყენება გაკვეთილებზე; 

§  ოსწავლეთა მიერ შესრუებული ციფრული რესურსების განხილვა; 

4.სკოლის კონფერენციის მოწყობა; 

ონფერენციაზე წარდგენილი საკითხები: 

·         ასწავლებელთა მიერ დაგეგმილი და ჩატარებულიკომპლექსური დავალებების განხილვა-შესაბამისი რესურსი წარდგენა. 

·         ოსწავლეთა მიერ შესრულებული კომპლექსური დავალებების შესაბამისი ციფრული აქტივობების წარდგენა. 

5.პროექტის გაგრძელება:სხვა კლასებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა. 

Monday, December 14, 2020

 "ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში,  ბუშეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვა და სხვა საგანში ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს.









Friday, December 11, 2020

                                                       ციფრული კვლევა სკოლაში


2020 წლის ოქტომბერში ბუშეტის საჯარო სკოლაში ჩატარდა კვლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ციფრული ინსტრუმენტი SELFIE_ის გამოყენებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ლიდერებმა, სკოლის მასწავლებლებმა და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. 

კვლევა შედგებოდა რამოდენიმე სექციისაგან.

 კვლევის შედეგებმა სკოლა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა




2020 წლის ნოემბერში სკოლამ კიდევ ერთი ციფრული კვლევა განახორციელა, ციფრული ინსტრუმენტი dgmirror_ის გამოყენებით, სადაც მონაწილეობა ამჯერად მხოლოდ სკოლის დირექტორმა და ლიდერმა მასწავლებლებმა მიიღეს.





 ახალი სკოლის მოდელის დანერგვა სკოლაში


 


2019 წლის ოქტომბრიდან ბუშეტის საჯარო სკოლა ჩაერთო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“.  პროექტის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:

·    როგორ დავუახლოვოთ სკოლა რეალურ ცხოვრებას.

·    როგორ გავხადოთ სწავლა-სწავლება ორიენტირებული მასალის სიღრმისეულ გააზრებაზე (და არა ზედაპირულ სწავლაზე).

·    როგორ ვაქციოთ სკოლა სივრცედ, სადაც მოსწავლე თვითრეალიზებულად იგრძნობს თავს.

·    როგორ ვაქციოთ სკოლა სივრცედ, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.​​​​​​​

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას. ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში წარმატებით იმუშავეს  ,,ახალი სკოლი მოდელის" ექსპერტებმა.

ექსპერტების და პედაგოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა საგნების და კლასების მიხედვით სკოლის კურიკულუმი. გაიწერა თემატური მატრიცები, ჰიპერლინკიანი დავალებები.  მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა საგაკვეთილო პროცესში მათი დანერგვა, გაზიარება. კომპლექსური დავალებების მიზნობრიობა განსაკუთრებით გამოვლინდა დისტანციური სწავლა სწავლების პროცესში, აქტიურად იქნა გამოყენებული ტექნოლოგიები,  კერძოდ საჭირო ელექტრონული ინსტრუმენტები (TEAMS, OneNote, Outlook, OneDrive, Online word, Online Excel, Online PowerPoint,  Scratch და სხვ.)  აგრეთვე განხორციელდა მათი ინტეგრირება სხვადასხვა საგნის სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული რესურსების გამოყენებაში (მაგ.: ვსწავლობთ თამაშით, ინტერაქტიული ანბანი, Minecraft Education Edition, Scratch და სხვა); 

სკოლაში შეიქმნა ტექნოლოგიების კლუბი,  რათა მასწავლებლებს სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ჰყავდეთ დამხმარეები უფროსკლასელების სახით.



  

Thursday, December 10, 2020

სკოლის იტორია







თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში თავდაპირველად სკოლა გაიხსნა 1919 წელს. მას „ერობის სკოლა“ ეწოდებოდა.

1927 წლამდე ბუშეტის სკოლაში მხოლოდ ორი კლასი ფუნქციონირებდა, 1934 წელს კი დაწყებითი სკოლა გაიხსნა.

1941 წელს ბუშეტის დაწყებითი სკოლა არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა, ხოლო 1946 წელს 8 -წლიან სკოლად.

1975 წლიდან ბუშეტში საშუალო სკოლა ფუნქციონირებს. 2005 წლიდან სკოლას საჯარო სკოლა ეწოდა. სკოლა დაკომპლექტებულია უმაღლესი განათლების მქონე მაღალ კვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც ძალას და ენერგიას არ იშურებენ ღირსეული მომავალი თაობის აღზრდისა და მათ სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით შეიარაღებისათვის. სკოლის კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს წარმატებული მოქალაქეები არიან.

2017-2018 სასწავლო წელს სკოლის შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ამჟამად იგი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. სკოლას აქვს უწყვეტი ელექტროენერგია, ცენტრალური გათბობა, ინტერნეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი კაბინეტ-ლაბორატორიები, კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი , სველი წერტილები, სსსმ მოსწავლეთათვის განკუთვნილი რესურს ოთახი და შშმ მოსწავლეთათვის საჭირო პანდუსი და სველი წერტილი.​​​​​​​

სკოლას ჰყავს 23 პედაგოგი. მათგან, ერთი - მენტორია, 

  ხუთი - წამყვანი, ხოლო 17 -უფროსი მასწავლებელი.​​​​​​​​​​​​​​